суббота, 9 апреля 2016 г.

მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღეს საბოლოოდ გადავხედეთ საქაღალდეებს, შევიტანეთ შესწორებები, გავაკეთეთ პროექტის  პრეზენტაცია, მოვუსმინეთ კოლეგებს და გავითვალისწინეთ მათი უკუკავშირი. ჩვენი პრეზენტაცია ავტვირთეთ გუგლის დოკუმენტებში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

воскресенье, 3 апреля 2016 г.

მერვე დღე

დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.მოსწავლეებს მივეცი მიმართულება თუ როგორ იმუშაონ წარმატებულად.  მათი  წარმატებისთვის შევქმენი გაზეთის შაბლონი, რომელსაც გავუგზავნი მოსწავლეებს შემდგომი მუშაობისთვის.
პროექტზე მუშაობის დროს შევისწავლეთ როგორ მოვახდინოთ მოსწავლეთა დიფერენცირება.

суббота, 2 апреля 2016 г.

დღე მეშვიდე

გამოვიყენეთ აქტივობა : დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე;, ჩემს მეწყვილეს გავაცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შევაფასეთ ერთმანეთი და გავითვალისწინეთ კოლეგის შეხედულებები.
განვიხილეთ შეფასების რუბრიკები: თუ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის ცოდნა და როგორ შევაფასებინოთ მოსწავლეებს ერთმანეთის ნაშრომი.